Kanye West-მა, რომელმაც ახლახან „Ye” დაირქვა, მისი ბოლო ჩანაწერის Donda-ს Deluxe ვერსია გამოაქვეყნა, სადაც ხუთი ახალი სიმღერაა შესული.

ახალი კომპოზიციებია: “Up From the Ashes”, “Remote Control Pt. 2”, “Never Abandon Your Family”, “Keep My Spirit Alive Pt. 2” და “Life of the Party”. დამატებული ტრეკებიდან, ზოგი შესული იყო Mercedes-Benz Stadium-ში გამართულ ალბომის მოსასმენ ღონისძიებაზე, თუმცა არ გვხვდებოდა Donda-ს პირვანდელ ვერსიაში.

ალბომი „Donda” Ye-ს მე-10 სტუდიური ალბომია, რომელიც 29 აგვისტოს გამოვიდა. ალბომს სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე  უკვე მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს და მან სექტემბერში „Billboard 200“-ზე პირველი ადგილიც დაიკავა. 2022 წელს მუსიკოსის ცხოვრების შესახებ ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმი „Jeen-Yuhs“ გამოვა.

მოისმინეთ Donda (Deluxe):

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *