ლონდონელი პროდიუსერის, Blackdown-ის Keysound Recordings-ზე მისი და Burial-ის ახალი EP-ი “Shock Power of Love” გამოქვეყნდა, რომელიც თავისმხრივ, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ორი მუსიკოსის პირველი საერთო ნამუშევარი გახლდათ, ხოლო მათი თანამშრომლობის პირველ შედეგს ბერიალის მიერ 2006 წელს, ბლექდაუნის თრექ “Crackle Blues”-ისათვის შექმნილი რემიქსი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მალე თაყვანისმცემლებს Burial-ის კიდევ ერთი ახალი კომპოზიციის, “Dolphinz”-ის მოსმენაც შეეძლებათ, რომელიც Hyperdub-ზე 21 მაისს გამოვა და მის მიერ გასული წლის მიწურულს დაანონსებული “Chemz/Dolphinz“-ის 1/2 გახლავთ.