Gorillaz-ისა და Blur-ისა თანადამფუძნებელი, დეიმონ ალბარნი ახალ სოლო-ალბომს სახელწოდებით “The Nearer The Fountain, More Pure The Stream Flows” აქვეყნებს. ჩანაწერი 12 ნოემბერს Transgressive Records-ზე გამოიცა, მისი მოსმენა კი უკვე სტრიმინგ პლატფორმებზეც შეგიძლიათ.

ალბომი მუსიკოსის ისლანდიაში ყოფნისას დაიწერა. მისი სათაური კი აღებულია ინგლისელი პოეტის ჯონ კლერის ლექსიდან, სახელწოდებით „Love and Memory“. ალბარნი ისლანდიაში ხშირად მოგზაურობს და მისი ახალი ჩანაწერის შთაგონების წყაროც ისლანდიის ბუნება და პეიზაჟი გახდა.

“The Nearer The Fountain, More Pure The Stream Flows” ორკესტრული ჟღერადობის კომპოზიციებისგან შედგება, რომლებსაც თან გასდევს როგორც ლოქდაუნის შემდეგ დატოვებული მღელვარება და სისუსტე, ისე სიახლისა და თავიდან დაბადების იდეა.

მოისმინეთ ალბომი:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *