ფესტივალის Astroworld 2021 დამსწრეებმა ტრევის სკოტისა და ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი ნაწილი მუსიკოსებსა და ორგანიზატორებს ფესტივალზე ჭყლეტის გამოწვევის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი დაცვის წევრების მხრიდან დაშავებულების მიმართ უყურადღებობას უჩივის.

ამერიკელმა რეპერმა, ტრევის სკოტმა Twitter-ის პოსტში დაწერა, რომ იგი “სრულიად განადგურებულია“ და მზადაა ითანამშრომლოს ჰიუსტონის მოსახლეობასთან, დაეხმაროს დაშავებულებსა და დაზარალებულ ოჯახებს.

პარასკევს, 5 ნოემბერს, ჰიუსტონში 50 000 ადამიანზე მეტი დაესწრო ტრევის სკოტის მიერ ორგანიზებულ ფესტივალ Astroworld-ს, რომლის შემსრულებლებს შორის სკოტთან ერთად Tame Impala, Yves Tumor, SZA, Bad Bunny და სხვები იყვნენ. ფესტივალის მსვლელობისას სკოტის პერფორმანსის დროს მასობრივი ჭყლეტა დაიწყო, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ფესტივალი უბედური შემთხვევის შემდეგ გაუქმდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *