მუსიკალური ინდუსტრიის პიონერმა, ვეტერანმა Jean-Michel Jarre-მ, 50 წლიან კარიერაში პირველი რემიქსი მოამზადა.
85 მილიონიანი ტირაჟით გაყიდული 21 სტუდიური ალბომის ავტორის, მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალი რელიზებისგან შემდგარი პორტფოლიოს ნაწილი, პირველი გადამუშავებული თრექი Deathpact-ის “ID” გახდა.
შვიდ წუთიან აუდიო-ვიზიალურ კომპოზიციაში, აბსოლუტურად განსხვავებული თაობის მუსიკოსების შინაგანი სამყაროს მისტიური და ბნელი მხარის თანაკვეთას იხილავთ.
ფრანგი არტისტი Deathpact-ის უნიკალურ ჟღერადობაზეც საუბრობს და “ID”-ს “მრავალი განწყობის მქონე, შიზოფრენიულ კომპოზიციად მოიხსენიებს.”