Alejandra Ghersi სასცენო სახელით Arca გახლავთ ბარსელონაში მოღვაწე ვენესუელელი მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და დიჯეი, რომლის აქტიური მუსიკალური კარიერა 2012 წელს UNO NYC-ზე გამოშვებული სამი სადებიუტო EP-ით, Baron Libre, Stretch 1 და Stretch 2-ით დაიწყო.

უკვე 2013-ში არტისტი Kanye West-ს კონსულტირებდა და მისი მეექვსე სტუდიური ალბომის Yeezus-ის რამდენიმე სიმღერის პროდიუსერიც გახდა. თანამშრომლობა FKA Twigs-თან მისი მინი-ალბომის “EP2”-ის, შემუშავების დროსაც. 2014 წლის 4 ნოემერს კი, Mute Records-ზე სადებიუტო ალბომი “Xen” გამოუშვა.

LP-ს სახელწოდება მისი ორაზროვანი გენდერის, ალტერ-ეგოს მიზეზით შეირჩა. ალბომში შესულ სიმღერებში რიტმული ნიმუშები შუა სიმღერაში იშლება, მისი ძირითადი მოტივიც სწორედ არასტაბილურობაში და მცირე ხნით გაერთიანებებში გახლავთ. ერთ სივრცეში რთულად მოსაქცევი “მთლიანი”, რომელიც ნატეხებად იშლება შემდეგ კი სხვა, უცნობი ფორმით, ახლიდან იწყებს გაერთიანებას.

ალბომი გახლავთ ურბანულ სიმკაცრესა და სიმფონიურ ელეგანტურობას შორის თანაკვეთა, რაც მუსიკოსის ჰიპ-ჰოპის სტილში შექმნილ სხვა ნამუშევრებს წააგავს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Xen-ში ჰიპ-ჰოპის მრავალი ელემენტი არსებობს, იგი მაინც რაღაც განსაკუთრებული სიახლის საფუძველად უნდა მივიჩნიოთ. 

ალბომი თავიდანვე დრამატული თრექით  “Now You Know”-ით იწყება

ფორტეპიანოს კლავიშებით იხსნება “Held Apart”  რომლის შუა ნაწილში, სევდის განცდას, დადებითი ემოცია ანაცვლებს

“Sad Bitch”-ის მოსმენსას ტონალური კომპოზიციის სფეროში ვართ

“Failed” მშვიდი, დამაფიქრებელი და ნაღვლიანი თრექია

“Family Violence”-ში სიმებიანი არპეჯიოები იგრძნობა

შემდეგ ისევ სიჩქარე და აგრესია, რომელსაც “Bullet Chained”-ში ვხვდებით

“Promise” კი, ზეციური არფა-ბგერების ცვენას შეგვიძლია მივამსგავსოთ.

ამ ალბომით ავტორი საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიყვება და მისი უკეთესად აღქმის საშუალებას გვაძლევს. ცდილობს გვანახოს, რომ ეს ჩანაწერი არის დისკომფორტზე, მღელვარებაზე და არასასურველ შედეგებზე მომენტში, როდესაც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიდგომის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

Xen არის ალტერ-ეგო, რომელიც მუსიკოსმა თავშესაფრად გამოიყენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *