Carl Cox-ის ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით “OH YES, OH YES” მუსიკალური გამომცემლობა “White Rabbit”-ის დახმარებით 2021 წლის ზაფხულში გამოვა.

19 აგვისტოდან თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცემათ ლეგენდარული დიჯეის, პროდიუსერის, რადიო-დიჯეისა და ტელეწამყვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კიდევ უფრო მეტი საინტერესო დეტალი გაიგონ.
Warm Up დიჯეინგით დაწყებული, მსოფლიოს გლობალური სცენით დამთავრებული, Cox-ი მისი ცხოვრების აქამდე უცნობ და ნაცნობ დეტალებზე მოყვება, ასე რომ მალე საცეკვაო მუსიკის მოყვარულებს მისი არა მხოლოდ მოსმენა, არამედ “წაკითხვაც” შეეძლებათ.

წიგნის შეძენა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *